სასარგებლო რჩევები

  • ერთი ექაუნთით 2 ცალ მოწყობილობაზე შეიძლება ერთდროულად ყურება, ხოლო პლეილისტით - მხოლოდ ერთ ცალზე. ზედმეტის აღმოჩენის შემთხვევაში გინებას დაიწყებს.
  • HD არხების საჩვენებლად საკმარისია 15-20 Mbps სიჩქარის ინტერნეტი. ხოლო HD 50fps, HD orig და 4K არხების ჩვენებას 30-40 Mbps ჭირდება. სანამ "ჭედვებზე" აწუწუნდებით, გაზომეთ ინტერნეტის სიჩქარე TV-მოწყობილობაზე. უმჯობესია TV-მოწყობილობა ინტერნეტთან (როუტერთან) კაბელით მიაერთოთ.

  • IPTV-სერვისის მისაღებად უმბჯობესია ინტერნეტი CPE-მოდემის მეშვეობით ან ოპტიკური ინტერნეტი. მოერიდეთ თაღლითურ კანტორა ახალ ქსელებს!

  • აბონენტის კაბინეტში გვაქ CDN-სერვერის არჩევის საშუალება. თავისით იგი "ავტომატურზე" დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა თვითონ გირჩევთ უახლოეს ოპტიმალურ სერვერს. თუ "ავტომატურზე" გიჭედავთ, სერვერი ხელით შეარჩიეთ. საქართველოს ინტერნეტისთვის ოპტიმალური CDN-სერვერებია ბულგარეთი, გერმანია და ამსტერდამი.

  • თქვენი კაბინეტის რეკვიზიტები და უნიკალური პლეილისტი (ლინკი) არ გადასცეთ სხვა პირებს. თუ მაინც გაგიბაზრდათ და მიიღეთ გაფრთხილება ზედმეტი მოწყობილობის აღმოჩენის ან გადახდის საჭიროების შესახებ - სასწრაფოდ შედით აბონენტის კაბინეტში და შეცვალეთ Ключ доступа. ნახეთ ვიდეო!

  • IPTV-პლეერთა უმეტესობას ჭირდება ტელეპროგრამების (EPG) წყაროს მითითება. გამოიყენეთ epg.one-დან რომელიმე მათგანი. სხვა EPG-წყაროები ინტერნეტში მარტივად იძებნება.

  • არქივის ყურების (გადახვევის) ფუნქციის კორექტული მუშაობისთვის აუცილებელია: სისტემური თარიღი/დროის სისწორე და ტელეპროგრამის არსებობა. ნახეთ ვიდეო.

  • პლეილისტში ბევრ სარეველა, ხარახურა და დუბლიკატ არხს აღმოაჩენთ, რაც ნავიგაციას ართულებს. კაბინეტიდან შეგიძლიათ ჩართოთ/გამორთოთ კატეგორიები. იქვეა კონსტრუქტორი, მისი მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ კონტენტი: გათიშოთ არასასურველი არხები, უცვალოთ მათ კატეგორია, დაალაგოთ სასურველი თანმიმდევრობით, შექმნათ ახალი კატეგორიები და ა.შ. ნახეთ ვიდეო!

  • ვისაც საკუთარი პლეილისტის გამარგვლა უჭირს ან ეზარება - ჩემი გემოვნებით უკვე შედგენილი მაქვს ნაგვისგან გაწმენდილი, საუკეთესო 608 არხიანი უთესლესი პლეილისტი. მსურველებს შეუძლიათ თავიანთ Ключ доступа-ზე მოირგონ ლისტის ეს ვარიანტი.
  • არხების ყურებისას პლეერმა თუ user-agent მოითხოვა, პლეერის შესაბამის ადგილას გაუწერეთ: Mozilla/5.0

  • პლეილისტის ფაილში ქექვის მოყვარულთათვის გვაქვს M3U რედაქტორი, მისი მეშვეობით შესაძელბელია: პლეილისტის ფაილის ხელით შექმნა, რედაქტირება, რამდენიმე ლისტის გაერთიანება დუბლიკატების წაშლით და სხვ.

  • უცხოური არხების უმეტესობა რუსულ ენაზე მაუწყებლობს. ამიტომ მაყურებელმა რუსული ცოტა მაინც უნდა იცოდეს, რათა ნანახიდან შინაარსი გამოტანოს. სხვანაირად მხოლოდ პორნოარხებით ტკბობა მოუწევს :)

  • ვარდისფერის ეკრანის გამოჩენის შემთხვევაში მე დამიკავშირდით, ხოლო IPTV-სერვისის საკითხებზე მიმართეთ ედემTV-ის ტექნიკურ მხარდაჭერას. იგი მათი ვებგვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში, ონლაინ ჩატში ზის.